სრკ-ს არჩევნების დასრულების შემდეგ კომენტარი რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ გააკეთა: „ზედგინიძე არ არის დასაკარგი ადამიანი ქართული რაგბისთვის"- განაცხადა ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის არჩევნები გოჩა სვანიძემ მოიგო. არჩევნების დასრულების შემდეგ სვანიძემ თავის მხრივ ილია ზედგენიძის შესახებ ისაუბრა და მას თანამშრომლობა შესთავაზა.
„დამარცხებული არავინ არ არის. ძალიან მცირეა სხვაობა. ვფიქრობ რაგბის კავშირს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია. შეთავაზება თანამშრომლობის არის ყველასთვის თანაბრად ღია,"- განაცხადა არჩევნების დასრულების შემდეგ გოჩა სვანიძემ და აღნიშნა, რომ ზედგინიძე ღირსეული პიროვნებაა და მზად არის მასთან ითანამშრომლოს.
რაგბის კავშირის არჩევნები დღეს 1 საათის დაგვიანებით, 14:00 საათზე დაიწყო და ახალი პრეზიდენტის ვინაობა 17:00 საათისთვის გახდა ცნობილი. გოჩა სვანიძემ კონკურენტი ილია ზედგინიძე 3 ხმით დაამარცხა. სვანიძეს ხმა 35-მა დელეგატმა მისცა.