„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, გივი თარგამაძე რუსულ „ამერიკის ხმას" ვრცელ ინტერვიუს აძლევს.
„რუსეთში მიმდინარე შიდა პროცესების მიმართ რაღაც ინტერესი გამაჩნია, მაგრამ უჩვეულო ამაში არაფერი არის. ფაქტია, რომ ჩვენ ქვეყანაში ბევრი რამ დამოკიდებულია რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე. ამიტომაც, მტკიცება, რომ არავის აინტერესებს რა მოხდება, სისულელეა." -აცხადებს თარგამაძე.
ჟურნალისტთან საუბარში, მის შესაძლო კავშირს, რუსეთის ოპოზიციის წევრებთან უარყოფს. მის მიმართ გჟღერებულ ბრალდებას კი აბსურდულს უწოდებს.
„ სამწუხაროდ მე არ მომეცა საშუალება რუსეთის ოპოზიცია გამეცნო. მაგრამ, ეს ძალიან საინტერესო იქნებოდა, მითუმეტეს ახლა, როდესაც მეც უმცირესობის წარმომადგენელი ვარ. ბევრჯერ ავღნიშნე რომ ოპოზიციას არც კი შევხვედრივარ. ასე რომ პუტინის ტელევიზეიბის დაჯერება, როგორიც არის НТВ, სულ მცირე არასერიოზულობა მგონია. თვითონ რუსეთის მოსახლეობაც კი არ ენდობა ამ ტელევიზიებს. გავრცელებული ვიდეო, სადაც თითქოსდა მე მასობრივ არეულობას ორგანიზებას ვუწევ სისულელეა. არ ვიცი ვინ დაგასცა ეს კადრები ტელევიზიებს... ძალიან მიხარია, რომ მთელი ეს პროცესი ევროსაბჭოს მეთავლყურეობის ქვეშ განვითარდა. ლიტვაში, ის ბრალდება, რაც მე რუსეთმა წამომიყენა, დანაშაულად საერთოდ არ ითვლება. ჩემ საქმეში აშკარად გამოიკვეთა პუტინის პოლიტკური დაინტერესება. „ინტერპოლმა" სამძებრო სიებიდან საერთოდ ამომიღო. ქართული ხელისუფლება ჩემს მიმართ არანაირ ინტერესს არ იჩენს, არავინ მითანაგრძნობს, თუმცა ეს ყველაფერი არ მაღელვებს, თავს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ." -აცხადებს თარგამაძე.