მსოფლიო
ბარაქ ობამა: მესამე ვადით არჩევას არ ვისურებდი, ამის უფლება რომ მქონდეს
25 იანვარი, 2016. 11:12
აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, მესამე ვადით არჩევას არ ისურებდა, ამის უფლება რომ ჰქონდეს.
ობამას თქმით, პრეზიდენტობის გამო ოჯახს ყურადღება აკლდება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მას დისკომფორტს უქმნის უსაფრთხოების ზომები, რომელსაც მისი თეთრი სახლიდან გასვლის შემდეგ იღებენ. მისი თქმით, ეს ყველაზე რთული მომენტია, რაც პრეზიდენტობის პერიოდს ახლავს.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას მუდმივად სჭირდება ახალი ადამიანები ახალი ენერგიითა და ახალი იდეებით.
ამას გარდა, როგორც ბარაქ ობამამ განაცხადა, აშშ-ში ვითარება გაცილებით გაუმჯებესდა მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტად აირჩიეს.
ობამა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტია. მისი პრეზიდენტობის ვადა წელს იწურება. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 8 ნოემბერს გაიმართება.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40