reportiori.ge - იუბილარი რეჟისორის ელდარ შენგელაიას „ვარსკვლავი“ საზეიმოდ გაიხსნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 03:51
კულტურა
იუბილარი რეჟისორის ელდარ შენგელაიას „ვარსკვლავი“ საზეიმოდ გაიხსნება
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 12:00


საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, 26 იანვარს, 18:00 საათზე, კინოთეატრ „რუსთაველის" წინ ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას „ვარსკვლავი" საზეიმოდ გაიხსნება.


26 იანვარს ელდარ შენგელაიას 83 წელი უსრულდება.


„ვარსკვლავის" გახსნის ცერემონიამდე რეჟისორისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართება, სადაც ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები მისი ცნობილი კინოფილმებიდან. 


ქართველი ხელოვანები, მეგობრები, კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ელდარ შენგელაიას შემოქმედებას. სუხიშვილების მონაწილეობით „ხორუმი" შესრულდება, რის შემდეგაც  ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი, დასთან ერთად  „ვარსკვლავის" წინ   საბალეტო ნომერს შეასრულებს. 


„ვარსკვლავის" საზეიმო და ორიგინალურ გახსნას ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრები, ქართველი ხელოვანები, კულტურის სფეროს წარმომადგენელბი და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები დაესწრებიან. ღონისძიება კულტურის პალატის დავით ოქიტაშვილის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების რეჟისორებია გოჩა კაპანაძე და ბასა ფოცხიშვილი.


ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს თბილისში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957 -1959 წლებში იყო კინოსტუდია „მოსფილმის", 1960 წლიდან კი კინოსტუდია „ქართული ფილმის" კინორეჟისორი. 1976-1991 წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე. საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი და კულტურის კომისიის თავმჯდომარე.


ქართველ რეჟისორს 1979 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1988 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. 2009 წელს კი დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით.


კინორეჟისორის ნამუშევრებს შორის არის ყველასთვის კარგად ცნობილი ფილმები: „არაჩვეულებრივი გამოფენა", „შერეკილები", „სამანიშვილის დედინაცვალი", „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" და მრავალი სხვა.


„ცისფერი მთები" კი „კანის კლასიკაში" 20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016