reportiori.ge - „საპარტნიორო ფონდი“ აბასთუმანში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტზე მუშაობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:58
რეგიონები
„საპარტნიორო ფონდი“ აბასთუმანში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტზე მუშაობს
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 13:23


აბასთუმანში, პირველი მაღალი კლასის  სასტუმროს პროექტი -„საპარტნიორო ფონდი" კომპანია „რედიქს ჯგუფთან" ერთად  მუშაობს. 



4-ვარსკვლავიანი, 160-ნომრიანი სასტუმრო დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში აშენდება, სადაც განთავსდება კაფე-რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების ოთახი, აუზი, ბარი, კლუბი, ფიტნეს კლუბი და სპა.


ფონდის  საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჩერქეზიშვილი აცხადებს, რომ აბასთუმანში, რომელიც ერთ-ერთი სტრატეგიული საკურორტო დასახლებაა, დღესდღეობით მხოლოდ  საოჯახო ტიპის რამდენიმე სასტუმრო ფუნქციონირებს. 


პროექტის საინვესტიციო მოცულობა 26 მლნ აშშ დოლარია.


„აბასთუმანში მაღალი კლასის სასტუმროზე მოთხოვნა არსებობს და ფონდის სტრატეგიის ნაწილია რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება და კერძო ბიზნესის ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტი გაზრდის რეგიონის ცნობადობას და ტურისტების რაოდენობას", - აცხადებს გიორგი ჩერქეზიშვილი.


სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016