reportiori.ge - კახა ცხადაძე: არ ვაპირებ, ჩემი ნებით დავტოვო მთავარი მწვრთნელის თანამდებობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:45
სპორტი
კახა ცხადაძე: არ ვაპირებ, ჩემი ნებით დავტოვო მთავარი მწვრთნელის თანამდებობა
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 16:52


საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე პრესკონფერენციაზე სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის ბოლო განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ეროვნული გუნდიდან მისი დათხოვნის სურვილს შეეხება.



მე დაველოდები აღმასკომის სხდომას. მათი გადასაწყვეტია, დამტოვებენ თუ არა თანამდებობაზე. მე არ ვაპირებ, დავტოვო მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ჩემი ნებით", - განაცხადა კახა ცხადაძემ.



მან ხელფასზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ნაკრების ყოფილ მწვრთნელებთან შედარებით 600-700 ათასი დოლარით ნაკლები ხელფასი აქვს.


კახა ცხადაძემ ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ფედერაციამ მას თანამდებობის დატოვების შემთხვევაში კომპენსაციის სახით 200 ათასი დოლარი შესთავაზა, თუმცა მისგან დაზუსტებული პასუხი არ ყოფილა.



3-ჯერ შევხვდი კობიაშვილს. ჩვენ ბოლო შეხვედრაზე მან შემომთავაზა, რომ კომპენსაციას გადამიხდიდა ფედერაცია 200 ათას დოლარს. მე ვუთხარი რომ არ ვიყავი ამაზე თანახმა და ვუთხარი, რომ მოვიფიქრებდი. საბოლოოდ არ მოხდა შეთანხმება", - განაცხადა ცხადაძემ.


მისი თქმით, ფედერაციაში შექმნილ პრობლემებზე მას შეხვედრა ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან საუბარი არ ჰქონია. ცხადაძის თქმით, მისი მხრიდან ეს არ იქნება სწორი საქციელი.


ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებსაც მოუწოდა, რომ საკუთარი საქმე აკეთონ, რადგან ისინი არ არიან არც ცხადაძის და არც კობიაშვილის. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016