„უნივერსიტეტი სასწრაფოდ გასაწმენდია მიშას „მეცოცხეებისგან!" - ამის შესახებ ელიზბარ ჯაველიძემ „ასავალ-დასავალს" განუცხადა. აკადემიკოსის თქმით, ლადო პაპავამ თსუ „ნაცების სათბურად გადააქცია".
„ნახეთ, რა ხდება თუნდაც ილიას უნივერსიტეტში, სადაც ნაცები თარეშობენ, „თავისუფლების ინსტიტუტის" იდეოლოგია ზეობს. ნახეთ, რა ხდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პაპავამ ის ნაცების სათბურად აქცია. პაპავა „ოცნების" დახმარებით დანიშნეს რექტორად და ახლა უკვე „ოცნებას" ემუქრება. უნივერსიტეტის კორპორატიულ საახალწლო წვეულებაზე გამომთვრალი „გალიის ვეფხვი" პაპავა, როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, დაუფარავად აქილიკებდა „ოცნებას" და გაიძახოდა, მაგათ ვუჩვენებ მე სეირსო... უნივერსიტეტი გასაწმენდია! არავინ დამიწყოს ახლა, ჩვენ ხომ ნაცები არ ვართ, ხალხი სამსახურიდან გავყაროთო. კი მაგრამ, ის 3500 კაცი რომ გამოაპანღურეს უნივერსიტეტიდან და შემდეგ მათ ადგილზე ნაცები შეყარეს, ეს უკანონობა არ იყო?" - განაცხადა ჯაველიძემ.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)