საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს. დღესვე ასამბლეის სხდომაზე არჩეულ იქნა ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები. ასამბლეის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე აირჩიეს.
დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ პოლიტიკურ ჯგუფებთან, მონაწილეობენ საკომიტეტო სხდომებში. ქართულ დელეგაციას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი, ჩიორა თაქთაქიშვილი.
თედო ჯაფარიძემ, როგორც ასამბლეის ვიცე -პრეზიდენტმა, მონაწილეობა მიიღო ასამბლეის ბიუროს სხდომაში, სადაც განხილეს ევროპოს საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის დღის წესრიგი.
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომები 25 -29 იანვარს გაიმართება.