reportiori.ge - წყალტუბოში ექვს მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:56
რეგიონები
წყალტუბოში ექვს მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 18:46


ქალაქ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ივერია" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ"  პირობებიანი აუქციონის ფორმით 253 000 ლარად გაყიდა.



საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ინვესტორი წყალტუბოში 160-ნომრიან სასტუმროს ააშენებს, სადაც 80 ადამიანი დასაქმდება. სასტუმროში განთავსებული   იქნება საკონფერენციო დარბაზები და რესტორანი, ასევე აშენდება 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს.



წყალტუბოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყოფილი სანატორიუმი „ივერია" რიგით  მეორე ობიექტია, სადაც სასტუმროს მშენებლობა განხორციელდება. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ზაფხულში, მთავრობის გადაწყვეტილებით,  ქალაქ წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი „მეშახტე" გაიყიდა, სადაც არანაკლებ 100-ნომრიანი,  5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება. 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016