reportiori.ge - თეა წულუკიანი: კოდექსიდან ჯადოსნური სიტყვა „და სხვა“ ამოგვაქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:34
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: კოდექსიდან ჯადოსნური სიტყვა „და სხვა“ ამოგვაქვს
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 21:23



იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სპეცუბნების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტის კრიტიკოსებს მოუწოდებს, რომ წარმატებულ რეფორმებს დადებითად შეხვდნენ.  


"მაგალითად, მუხროვანში ვერ შეიქმნება სპეცუბანი. იმ ტერიტორიაზე და ვერც ერთ სამხედრო დანაყოფის ტერიტორიაზე ვერ გაიმართება არჩევნები. იმ ადამიანებს, ვინც იქ იქნებიან არჩევნების დღეს, მიეცემათ საშუალება წავიდნენ შინ, რეგისტრაციის ადგილას და იქ მისცენ ხმა. ერთი გამონაკლისი იქნება დაშვებული, რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, ვერც ერთი ჯარისკაცი ვერ მისცემს მაჟორიტარობის კანდიდატს ხმას მაგალითად საგარეჯოში, თუ ის არის მესტიიდან და დგას საგარეჯოში წელიწადზე ნაკლები ვადით. თუკი არის წელიწადზე მეტი, მას მიეცემა უფლება თავის აზრი გამოთქვას.

რაც შეეხება ავღანეთში მყოფ ჯარისკაცებს, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მათ ვერ ჩამოვართმევთ ხმის უფლებას. ამიტომ, გამონაკლისი იქნება საზღვარგარეთ მყოფი სამხედროები და იქ არჩევნები ჩატარდება", - განაცხადა წულუკიანმა.


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ "საარჩევნო კოდექსიდან" ამოდის სიტყვა "და სხვა".


"ძალიან დიდ ნაბიჯს ვდგამთ, როდესაც ამოგვაქვს კოდექსიდან ის ჯადოსნური სიტყვა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ვერაფრით ვერ ამოვიღეთ და შემდგომაც რატომღაც პარლამენტში ამის ინიცირება არ მოხდა. ამას ვაკეთებთ ჩვენ, მთავრობა. ამოგვაქვს კოდექსიდან ჯადოსნური სიტყვა "და სხვა". კოდექსში აქამდე ეწერა, რომ სპეცუბნები შეიძლება შეიქმნას, იყო სია და ბოლოში ეწერა "და სხვა". ეს "და სხვა" რა იყო, არავინ იცოდა და არც მთავრობას სურდა, ჩვენამდე, ამის გაუქმება", - განაცხადა წულუკიანმა.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016