reportiori.ge - კახა ცხადაძე: არ ვაპირებ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ჩემი ნებით დავტოვო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:33
სპორტი
კახა ცხადაძე: არ ვაპირებ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ჩემი ნებით დავტოვო!
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 21:41



საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჟურნალისტებთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მან ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებაზე უარი თქვა.



"დღემდე და დღეის შემდეგაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის არასდროს მიმიყენებია ზიანი. არც შეურაცხყოფა მიმიყენებია. სამწუხაროდ, მან ის გადაწყვეტილება მიიღო რაც მიიღო და ასეთი მეთოდი აირჩია. ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვები თქვა ჩემზე, მაგრამ ამაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ვუსურვებ წარმატებას და იმას, რომ მეტი შეცდომა არ დაუშვას ცხოვრებაში. ძალიან დიდ შეცდომას უშვებს. პირველ რიგში ეს მას დააზარალებს და ქართულ ფეხბურთს. ჩემი კონტრაქტი გათვლილია დოლარში, ან დოლარის ექვივალენტით ლარში. ეს ხელფასი, რაც არის ჩემი, განსხვავდება ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველა მწვრთნელისგან, დაახლოებით 600-700 ათასი დოლარით წელიწადში. 2005 წლიდან ხელფასები 100 ათასიდან 120 ათას ევრომდე მერყეობდა. ჩემი ხელფასი არის 40 ათასი დოლარი, ან ექვივალენტი ლარში. შემოთავაზების დროს დავთანხმდი, რომ კიდევ 10 ათასი დოლარი დამეკლო ხელფასიდან. გამოდიოდა, რომ თანახმა ვარ 30 ათას დოლარზე თვეში, პლიუს ის 50 ათასი დოლარი გამოაკლდებოდა ამ წელს. რამდენად ბევრი, ან ნაკლებია, ეს თქვენთვის მომინდვია. საკმაოდ გათვითცნობიერებული ხართ მსოფლიო ფეხბურთში, ამიტომ მხოლოდ ერთს დავამატებ, ხელფასიდან ჩემს ანალიტიკოსს, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩამოვიყვანე, 1000 დოლარს ვაძლევდი თვეში, რადგან ვთვლიდი, რომ საქმეს აკეთებდა",  - აღნიშნა ცხადაძემ "პრაიმთაიმის" პრესკლუბში.


"მე დაველოდები აღმასკომის სხდომას. მათი გადასაწყვეტია, დამტოვებენ თუ არა თანამდებობაზე. მე არ ვაპირებ დავტოვო მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ჩემი ნებით", - განაცხადა კახა ცხადაძემ.      


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016