26 იანვარს, 18:00 საათზე, კინოთეატრ „რუსთაველის" წინ გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, შ. რუსთაველის სახ. პრემიის ლაურეატი, კანის ფესტივალის კლასიკოსის ელდარ შენგელაიას „ვარსკვლავი" საზეიმოდ გაიხსნება.
საზეიმო ღონისძების ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა და დავით ოქიტაშვილი.
რეჟისორი - გოჩა კაპანაძე
ფილმის "ელდარ შენგელაია" და კინოჩვენების რეჟისორი - ბასა ფოცხიშვილი
საღამოს უძღვება - მსახიობი კახა მიქიაშვილი
მონაწილეობენ:
ელდარ შენგელაია და მისი ფილმის გმირები, მასთან ერთად კი: ანსამბლი "რუსთავი" ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტი, ნინო ანანიაშვილი, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეები.
26 იანვარს ელდარ შენგელაიას 83 წელი უსრულდება.