ლეონარდო დიკაპრიო პირველი „ოსკარის" ასაღებად ემზადება. მანამდე კი პოლიტიკური პარტია "გარადა რასიი" სთავაზობს ჰოლივუდის ვარსკვლავს, დაფიქრდეს ახალ თანამდებობაზე, რომელიც, შესაძლოა, მას ახლო მომავალში შესთავაზონ.
ამის შესახებ რადიო „ფორტუნა" ინტერნეტ-პორტალ rusjev.net-ზე დაყრდნობით წერს.
ინფორმაციის ტანახმად 41 წლის მსახიობს აქვს ძალიან დიდი შანსი რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრი გახდეს.
პარტიის წევრებმა მოთხოვნით უკვე მიმართეს ვლადიმერ პუტინს. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსები სამამულო ხელოვნების მიმართ ინტერესს კარგავენ, დიკაპრიო კი რუსული ხელოვნებისთვის სიახლის შემტანი იქნება. პარტიის თავმჯდომარის ვლადისლავ კოვალენკოს თქმით, უკვე აწარმოებენ წინასწარ მოლაპარაკებებს მსახიობის წარმომადგენლებთან.
http://fortuna.ge/leonardo-dikaprio-shesadzloa-rusetis-kulturis-ministri-gakhdes/