reportiori.ge - ლუკა კურტანიძე: არა, არა ვარ მშვიდობის მტრედი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:23
პრეს-დაიჯესტი
ლუკა კურტანიძე: არა, არა ვარ მშვიდობის მტრედი...
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 22:59



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურებაში თავისი როლი ეროვნულმა ბანკმაც ითამაშა, რომელსაც გიორგი ქადაგიძე ხელმძღვანელობდა.


კურტანიძე „კვირის ქრონიკასთან" აღნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკში მალე მოვა ისეთი ადამიანი, რომელიც ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გავლენისგან თავისუფალი იქნება.



ეს პრობლემა მოსაგვარებელი და გადასაწყვეტია. ერთ თვეში ეს ამბავი გადაწყდება.

 

ეროვნულ ბანკში მოვა ის ადამიანი, რომელიც იქნება თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან. სამწუხაროდ, საქართველოში უმტკივნეულოდ არაფერი ხდება."- აღნიშნავს კურტანიძე.


ლუკა, შენ თავიდან ისე დაიწყე, რომ მომეჩვენა, მე მგონი, პარლამენტში მშვიდობის მტრედის ფუნქცია დაგაკისრეს."- მიმართავს ჟურნალისტი კურტანიძეს, რაზეც უმრავლესობის წევრი პასუხობს, რომ ის და მისი თანამოაზრეები ქვეყნის კეთილდეღობისთვის ერთად იბრძოლებენ.  


არა ვარ არა მშვიდობის მტრედი... უბრალოდ, არ მინდა, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ერთი გუნდის წარმომადგენლები იწყებენ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას და იმის მტკიცებას, ვინ ვისზე უკეთესია. თუ ჩვენ დავიწყებთ ერთმანეთის გინებას, ხალხი იტყვის, ესენი ერთმანეთს ვერ იტანენ და საქართველოს აიტანენო? ყველაფრის გამოტანა სააშკარაოზე არ შეიძლება.

 

ჩვენ გვჭირდება თვითკრიტიკა, თვითანალიზი და ამის შემდეგ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: ვარ კი მე მზად შემდეგი ბრძოლისთვის თუ არა? თუ ადამიანი მზად არ არის, მაშინ უკვე პრობლემაა."- აცხადებს ლუკა კურტანიძე. 


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016