reportiori.ge - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ვლადიმირ პუტინს კორუფციაში ადანაშაულებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 13:21
მსოფლიო
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ვლადიმირ პუტინს კორუფციაში ადანაშაულებს
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 00:38



აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ შუბინმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, აშშ-ის მთავრობამ ვლადიმერ პუტინის კორუმპირებულობის შესახებ მრავალი წელია იცის და ამის მტკიცებულებებიც გააჩნია.


 ჩვენ ვნახეთ, როგორ ამდიდრებს ის თავის მეგობრებს, ახლო მოკავშირეებს და იმ პირების მარგინალიზაციას ახდენს, ვისაც მეგობრებად არ თვლის და ვინც სახელმწიფო აქტივებს არ ფლობს. იქნება ეს რუსეთის ენერგეტიკული სიმდირე თუ სხვა სახელმწიფო კონტრაქტები, ის აძლევს მათ იმას, ვინც მას სამსახურს გაუწევს. ჩემთვის ეს კორუფციაა", - განაცხადა შუბინმა.


რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ადამ შუბინის განცხადებას სიცრუე უწოდა. ეს კითხვები პასუხებს არ საჭიროებს, რადგან მთლიანად გამოგონილია", - განაცხადა პესკოვმა.


ტელეკომპანია BBC-მ გადაცემა „პანორამას" ფარგლებში მოამზადა ნახევარსაათიანი დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით პუტინის საიდუმლო სიმდიდრე". როგორც ბრიტანული ტელეკომპანია აღნიშნავს, ამერიკელი მაღალჩინოსნები თავს არიდებენ პუტინის ქონებაზე კითხვებზე პასუხის გაცემას, თუმცა ადამ შუბინმა თანხმობა განაცხადა გადაცემა „პანორამაში" მონაწილეობაზე. შუბინს არ გაუკეთებია კომენტარი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს 2007 წლის საიდუმლო ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტის ქონება 40 მილიარდ დოლარად ფასდება, თუმცა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პუტინს გააჩნია საიდუმლო ქონება.


თავად რუსეთის პრეზიდენტმა გადაცემა „პანორამისთვის" ინტერვიუს მიცემაზე უარი განაცხადა. თუმცა 2008 წელს ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე თავისი ქონების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.


 რაც შეეხება მუდმივ ჭორებს ფულადი ქონების შესახებ, მე ვნახე ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ქაღალდი. ეს მხოლოდ ჭორია, რომლის განხილვაც არ ღირს. ეს სისულელეა. ცხვირიდან გამოღებული და ქაღალდებზე გათხაპნილი!" - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.



http://2030.news/index.php?newsid=933



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016