reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:12
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 10:27


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს და მას 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება.


შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი ჟურნალისტებთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, შეხვედრის ინიციატივა პრემიერს ეკუთვნის და დასაფასებელია, რომ მთავრობის მეთაურს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის  ინტერესი აქვს:


„იმედი გვაქვს, რომ პირველი, ეს შეხვედრა იქნება კონკრეტულ საკითხებზე და კონკრეტული შედეგები ექნება პრემიერის წინაშე დასმულ საკითხებს. მეორე იმედი და შეთავაზება, რაც მექნება პრემიერთან, არის ის, რომ ამ ტიპის შეხვედრებმა მიიღოს გარკვეულწილად სისტემატური ხასიათი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, წარმოდგენილი ორგანიზაციები სხვადასხვა სფეროებს ფარავენ და ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბროს. მე ვისაუბრებ ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელების და გაღრმავების მნიშვნელობაზე, როგორიცაა სასამართლო, პროკურატურა, შსს. დაისმება ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები კონკრეტული უფლებადარღვევის ფაქტებზე და ტენდენციებზე და იმაზე, რომ დაუსჯელობის შეგრძნება ქვეყანაში არ უნდა გაჩნდეს, ეს იქნება დამღუპველი როგორც ქვეყნისთვის, ისე თითოეული ადამიანისთვის", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016