reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:18
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 10:42


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შეხვედრის მიზანია, მაქსიმალურად გულწრფელი დიალოგი გაიმართოს ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.



ძალიან მიხარია, რომ ეს შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრის მიზანია, მაქსიმალურად გახსნილად ვილაპარაკოთ ერთმანეთთან იმ აქტუალური საკითხების შესახებ, რომელიც, შეიძლება, ყველა ჩვენგანს აწუხებდეს. მთლიანობაში, ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს მმართველობა საქართველოში და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კიდევ უფრო მაღალი იყოს.

რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება მმართველობითი რეფორმა, რომელიც მიმართული იქნება გამჭვირვალობის ზრდისკენ და ასევე, მაქსიმალური ჩართულობისკენ. რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მინდა რომ ვისაუბროთ გულწრფელად, გულახდილად ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის არის აქტუალური", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016