reportiori.ge - ამერიკული კომპანია „ფრონტერა“: საგარეჯოში 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გეოლოგიური მარაგია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:37
პრეს-დაიჯესტი
ამერიკული კომპანია „ფრონტერა“: საგარეჯოში 42 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გეოლოგიური მარაგია
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 11:28


საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში 42 მილიარდი კუბური მეტრის გაზის გეოლოგიური მარაგის აღმჩენის შესახებ ინფორმაციას „კომერსანტთან" საუბარში ამერიკული კომპანია „ფრონტერა" ადასტურებს. ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონში 1000 კუბური მეტრი  გაზის ფასი დაახლოებით 250 დოლარია, საქართველო წელიწადში 2-2.5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს.


კომპანიაში ამბობენ, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, მწარე ხევის საბადოზე გაზის მოპოვება და დისტრიბუცია დაიწყო.


„ეს არის ისტორიული მოვლენა. ჩვენ საქართველოში 1997 წლიდან ვმუშაობთ, ძირითადად, კვლევებს ვაწარმოებთ ნავთობისა და გაზის სფეროებში, აღმოვაჩინეთ 42 მილიარდი კუბური მეტრის გაზის საბადო, რომელიც მომავალში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობა იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს „ფრონტერას" აღმასრულებელმა სტივ ნიკადროსმა.


„ცნობილია, რომ საქართველო არის ენერგოტრანზიტის ქვეყანა, მაგრამ მას აქვს პოტენციურად შესაძლებლობა, რომ გახდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის გაზის მომპოვებელი სახელმწიფოც, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგომოთხოვნების დამოუკიდებლობას, ეს ასევე საშუალებას მისცემს ქვეყანას, ბუნებრივი აირი ექსპორტზეც კი გაიტანოს, ეს ნამდვილად წინ გადადგმულია ნაბიჯია ენერგეტიკის სფეროში", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.


„კომერსანტი" აღნიშნული ინფორმაციით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტომ trend.az-მა გაავრცელა ინფორმაცია საბადოს აღმოჩენის შესახებ.



წყარო: commersant.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016