reportiori.ge - ომარ ნიშნიანიძე: „რესპუბლიკელებსაც“ მადა ჭამაში მოსდით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:03
პოლიტიკა
ომარ ნიშნიანიძე: „რესპუბლიკელებსაც“ მადა ჭამაში მოსდით!
26 იანვარი, 2016. 13:35


„როგორც იტყვიან, „მადა ჭამაში მოდისო", - ამის შესახებ „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ რესპუბლიკური პარტიის წევრებზე საუბრისას განუცხადა, რომლებიც, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, საარჩევნო სიაში კვოტების გაზრდას ითხოვენ.


პარლამენტარის თქმით, „რესპუბლიკელებისგან" ეს მოთხოვნა მისთვის გასაკვირი და მოულოდნელი არაა.


„რესპუბლიკელები" ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თანდათანობით მეტს ითხოვენ. როგორც იტყვიან, „მადა ჭამაში მოდისო". ვიცოდი კიდეც, რომ უფრო ბევრს მოითხოვდნენ. მიმაჩნია, რომ უფრო სამართლიანი იქნებოდა, რეიტინგის მიხედვით გადაწყდეს ეს საკითხი და ამის მიხედვით განისაზღვროს, ვის რამდენი კვოტა ეკუთვნის კოალიციაში. მთავარია, წინააღმდეგობა იყოს დაძლეული და არ იყოს ულტიმატუმები წამოყენებული. თუ ისინი ულტიმატუმს აყენებენ, მაშინ ეს სხვა საკითხია. ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და გადაწყვიტოს ხალხმა - თუ ისინი გადალახავენ ბარიერს, შემდეგ შესაძლოა კვლავ კოალიციური რეჟიმით გავაგრძელოთ საქმიანობა პარლამენტში.

 

რაც შეეხება პარტია „ქართულ ოცნებას" მისი ტოლი კვოტა არცერთ სუბიექტს არ უნდა ჰქონდეს, მას უნდა ჰქონდეს მეტი, ხოლო რამდენი, ეს უკვე მოლაპარაკების საგანია", - განუცხადა „რეპორტიორს" ომარ ნიშნიანიძემ


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016