reportiori.ge - გიორგი მარგველაშვილი: მივესალმები იმ პროცესს, რომელიც პრემიერთან დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:24
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: მივესალმები იმ პროცესს, რომელიც პრემიერთან დაიწყო
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 14:59


„მივესალმები იმ პროცესს, რომელიც დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა განმარტა, მსგავსი დისკუსიები ქართულ პოლიტიკურ კულტურას უფრო მაღალ სტანდარტებზე აწევს.

 

„შარშან ჩვენ ძალიან აქტიურად ჩავერთეთ იმაში, რომ შეგვექმნა ფორუმი, რათა მომხდარიყო კონსენსუსი ყველა პოლიტიკურ ძალასთან ძირითადი თამაშის წესებთან დაკავშირებით. მივესალმები იმ პროცესს, რომელიც დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რადგან მეტი გახსნილობა, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე სამოქალაქო სტრუქტურების ჩართვის თვალსაზრისით, არის წინაპირობა ევროპული პოლიტიკური კულტურის დაფუძნების საქართველოში. ასეთი დისკუსიები რა შედეგისკენაც არ უნდა იყოს ორიენტირებული, მიგვიყვანს მეტ თანხმობამდე, რაც ნიშნავს, ქართული პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ ევროპულ სტანდარტებზე აწევას", - განაცხადა მარგველაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან საარჩევნო საკითხზე შეხვედრა გამართა. გუშინ კი აღნიშნული ჯგუფის წევრები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო. აუდიენციის ფარგლებში მხარეები საარჩევნო საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016