reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე: საკითხს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:12
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე: საკითხს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 15:36


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის საკითხის განხილვის მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც კვირიკაშვილი განმარტავს, „დიალოგი ყველა შემთხვევაში აუცილებელია".

 

„დიალოგისთვის ჩვენ გვაქვს გარკვეული არხები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და უახლოეს მომავალში გაკეთდება კომენტარები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ქართველ კოლეგასთან შეხვედრისთვის მზად არის. აღნიშნული განცხადება ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


ლავროვმა ასევე შეახსენა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომლის თანახმადაც, ის მზად არის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს.


„მზად ვარ ჩემს ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია სხვა კონტაქტებიც. პრეზიდენტმა პუტინმა, როცა ამაზე ჰკითხეს, ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა", - განაცხადა ლავროვმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016