reportiori.ge - ალექსანდრე ქანთარია: რესპუბლიკურმა პარტიამ საარჩევნო კვოტების გაზრდის სურვილი ნამდვილად გამოთქვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:02
პოლიტიკა
ალექსანდრე ქანთარია: რესპუბლიკურმა პარტიამ საარჩევნო კვოტების გაზრდის სურვილი ნამდვილად გამოთქვა
26 იანვარი, 2016. 15:48


„რესპუბლიკურმა პარტიამ საარჩევნო კვოტების გაზრდის სურვილი ნამდვილად გამოთქვა", - ამის შესახებ ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორს" განუცხადა. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ამ პოლიტიკურმა პარტიამ კვოტების გაზრდის ინიციატივა რამდენიმე ხნის წინათაც გააჟღერა.


„კვოტების გაზრდის სურვილი მათ ადრეც გამოთქვეს, რა რაოდენობაზეა საუბარი, ჩემთვის უცნობია. ვფიქრობ, მოლაპარაკება შედგება და რაც მალე გაირკვევა, ეს უკეთესია", - განაცხადა ქანთარიამ.


კითხვაზე, რა პოზიცია აქვს ქანთარიას „რესპუბლიკელებისთვის" კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით, დეპუტატი პასუხობს: „ყველას აქვს საკუთარი შეხედულება თავის ორგანიზაციაზე. რამდენად თანმხვედრია ეს ამომრჩეველთან, ეს ცალკე საკითხია. სწორედ ამიტომ მალევე უნდა შეიკრიბოს პოლიტსაბჭო და მოხდეს აწონ-დაწონვა და მოლაპარაკება მშვიდად, გარეთ გამოტანისა და აჟიოტაჟის გარეშე".

 

 

„კვოტების გადანაწილებაზე ჯერჯერობით საუბარი არ ყოფილა და არც პოლიტსაბჭო შეკრებილა ამ საკითხზე..." - განუცხადა „რეპორტიორს" პარლამენტარმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016