reportiori.ge - პრემიერ-მინისტრი გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:14
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 16:09


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს და მთავრობის ადმინისტრაციის კონსულტანტს, მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტ ედ მელკერტს შეხვდა.


შეხვედრის მთავარი თემები  იყო საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები და  უახლოეს პერიოდში დაგეგმილი რეფორმები, რომელთა შესახებ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.


გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარება, საგადასახადო რეფორმა, რეგიონალური განვითარება და ინფრასტრუქტურა და განათლების რეფორმა საქართველოს მთავრობის უახლოესი მომავლის ძირითადი პრიორიტეტებია.


პრემიერი ასევე შეეხო სოციალური დახმარებისა და დასაქმების ახალი მექანიზმების შექმნას, ასევე, კოორდინაციის სქემებს.


შეხვედრისას წარმატებულად შეფასდა მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახურის საქმიანობა, რომლის ძალისხმევით დამტკიცდა საგარეო დახმარების კოორდინაციის წესი, შემუშავდა და დაინერგა საკოორდინაციო მექანიზმები, შეიქმნა საგარეო დახმარების ერთიანი ბაზა.


საუბარი ასევე შეეხო გენერალური ფორუმების როლს, რომელსაც დონორთა კოორდინაციის სამსახური ყოველთვიურად მართავს. ერთ-ერთი ასეთი ფორუმი, რომელიც დღეს ტარდება, სრულად ეხმიანება საქართველოს მთავრობის გეგმებისა და ქვეყნის განვითარების სტრატეგიის შესაბამისობას გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან. პრემიერ-მინისტთან შეხვედრისას დღეს კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ, გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან თანხვედრის მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია.


პრემიერმა დონორთა კოორდინაციის სამსახურის მხარდაჭერისთვის ედ მელკერტს მადლობა გადაუხადა და თხოვნით მიმართა, მომავალშიც აქტიურად იყოს ჩართული კოორდინაციის პროცესში.


პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და დონორთა კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ რაზმაძე დაესწრნენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016