reportiori.ge - ირაკლი ბათიაშვილი: გიგი უგულავას პოლიტპატიმრად მოხსენიება, პოლიტპატიმრის ფენომენის შეურაცხყოფაა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:03
პოლიტიკა
ირაკლი ბათიაშვილი: გიგი უგულავას პოლიტპატიმრად მოხსენიება, პოლიტპატიმრის ფენომენის შეურაცხყოფაა!
26 იანვარი, 2016. 17:14


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა გუშინდელ გამოსვლაში გიგი უგულავა პოლიტპატიმრად მოიხსენია, აგრამუნტის ამ განცხადებას „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ირაკლი ბათიაშვილი ეხმაურება. ბათიაშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ გიგი უგულავას პოლიტპატიმრად მოხსენიება ზოგადად პოლიტმატიმრის სტატუსის დაკნინებაა. მისივე თქმით, გასაკვირია როდესაც დღეს ევროპარლამენტი პოლიტიკური პატიმრების შესახებ საუბრობს, რადგან სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მრავალი უკანონო, პოლიტიკური პატიმარი არსებობდა, თუმცა მათზე არასდროს უსაუბრიათ.


„ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს აგრამუნტის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ, ვინაიდან „ევროპის სახალხო პარტია" და მისი ლიდერები იმთავითვე ტენდენციურები, მიკერძოებულები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის", მისი ლიდერების და საერთოდ, მისი კურსის მიმართ.


როგორც ჩანს, მათ შორის ისეთი ფარული დამოკიდებულებებიც არსებობს (ვგულისხმობ ევროპის „სახალხო პარტიასა" და „ნაციონალურ მოძრაობას"), რომლის შესახებაც ბევრი დეტალი ჩვენთვის უცნობია. რაც უნდა გასაკვირი იყოს, იმ შემაძრწუნებელი ფაქტებისა და მხილებების შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულების შესახებ გამოქვეყნდა და ეს მასალები ევროკავშირს თავიდან ბოლომდე წარედგინა, „ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლები „ნაცმოძრაობის" აპოლოგიას მაინც ჯიუტად აგრძელებენ. აქედან გამომდინარე, „სახალხო პარტიასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის არსებულ სიმპათიებზე არ უნდა ვიფიქროთ, ალბათ, რაღაცნაირი ვალდებულებებიც არსებობს... სააკაშვილის ხელისუფლებამ თავის დროზე, ეტყობა, „სახალხო პარტიის" ლიდერები რაღაცით დაივალდებულა, რომ დღემდე ასე თავგამოდებით იცავენ. ასე რომ, არ უნდა გაგიკვირდეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, მიკერძოებულ პოზიცია.

 

რაც შეეხება აგრამუნტის განცხადებას გიგი უგულავას პატიმრობის შესახებ, გასაკვირია, რომ დღეს ევროპარლამენტი პოლიტიკური პატიმრების შესახებ ლაპარაკობს, როდესაც არცერთხელ ამოუღიათ ხმა იმ უამრავი პოლიტიკური, უკანონო პატიმრის შესახებ, რაც საქართველოში საკააშვილის რეჟიმის დროს ჩემი ჩათვლით არსებობდა. გიგი უგულავას რამდენი უმძიმესი დანაშაული, რამდენი კანონდარღვევა აქვს ჩადენილი, მოსახლეობისა და საზოგადოებისთვის ყოველივე ცნობილია. გიგი უგულავასთვის პოლიტპატიმრის სტატუსის რამენაირი შეფარდება არის პოლიტპატიმრის ფენომენის, პოლიტპატიმრის სტატუსის ყველანაირად შეურაცხყოფა," - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016