დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მიმართავს:
„ქართველოფობია - შიში და სიძულვილი ყოველგვარი ქართულის მიმართ (წარმომადგენლები - გიგა ბოკერია, გია ნოდია, ლევან რამიშვილი, გოგი გვახარია, მიხეილ სააკაშვილი, გიგი თევზაძე და ა.შ.). ეს განსაზღვრება ახალია და შეიქმნა იმ ქართველთმოძულეების ქმედებების ხილვისას, რომელსაც მუდმივად ვაწყდებით ამ ბოლო ხანს... მივმართავ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს - ბატონო უჩა, ჩვენთვის ნათელია, რომ ჰომოფობია, ქსენოფობია, არმენოფობია და სხვა ფობიები დასჯადი ქმედებაა და ამ საკითხში მხარს ვუჭერთ მთელ პროგრესულ კაცობრიობას, მაგრამ ასევე დასჯადი და გასაკიცხი უნდა იყოს ქართველოფობიური განცხადებები, რომლებსაც სიძულვილის ენის გამოყენებით ხშირად ავრცელებენ ქართველოფობიით შეპყრობილი ქართველთმოძულეები.
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ერთხელაც არ გვსმენია თქვენი პრინციპული პოზიცია ქართველოფობიური განცხადებების მიმართ, რომელიც გამოიხატება ეკლესიის, პატრიარქის, რწმენისა და ეროვნული ტრადიციების წინააღმდეგ მიმართულ აღვირახსნილ პროპაგანდაში.
მესმის და მივესალმები, რომ დაიცვათ უმცირესობების უფლებები, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს იმ ფონზე, როდესაც მუდმივად ირღვევა უმრავლესობის, ქართველი ერის უფლებები.
თქვენ ბრძანდებით არამარტო უმცირესობების სახალხო დამცველი, არამედ თქვენ ხართ ყველა იმ ადამიანის უფლებათა დამცველი, რომლებიც შეადგენენ საქართველოს მოსახლეობას, ამიტომ კატეგორიულად გთხოვთ, მოვითხოვთ თქვენგან, რომ მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება ქართველოფობიურ განცხადებებთან დაკავშირებით. ეს თქვენი და თქვენი სამსახურის პირდაპირი და უშუალო მოვალეობაა!!!" - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.