reportiori.ge - ნიკოლოზ მეტრეველი: უნივერსიტეტის კანონით განსაზღვრული ავტონომიის დარღვევის უფლებას არავის მივცემთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:54
ინტერვიუ
ნიკოლოზ მეტრეველი: უნივერსიტეტის კანონით განსაზღვრული ავტონომიის დარღვევის უფლებას არავის მივცემთ
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 21:40


 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ფორუმის თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველი „რეპორტიორის" კითხვებს პასუხობს:

 

 

-უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატებმა პრაქტიკულად დაამთავრეს წინასაარჩევნო პროგრამების გაცნობა და შეხვედრები. რას გვეტყოდით საარჩევნო პროცესზე და კანდიდატებზე?

 

 

-წინასაარჩევნო შეხვედრები და პროგრამების გაცნობა მთლიანობაში ნორმალურ და კონსტრუქციულ პირობებში წარიმართა. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც პროფესორები ისე სტუდენტები. კანდიდატებთან შეხვედრებისას კიდევ უფრო გამოიკვეთა ის პრობლემები, რომლებიც ნაწილობრივ მიღებულია ძველი ადმინისტრაციისგან ნაწილობრივ კი ობიექტურ ხასიათს ატარებს. მიმაჩნია, რომ კანდიდატებმა კიდევ ერთხელ უნდა გადახედონ თავიანთ შესაძლებლობებს და წარსულსაც. ჩვენ მათგან სერიოზულ მუშაობას და რაც მთავარია შედეგებს მოვითხოვთ.



-როგორც თსუ- ახალგაზრდა ობის წარმომადგენელი სასწავლებლის პროგრესის, განვითარების პერსპექტივებს რაში ხედავთ, რათა თანამედროვე მოთხოვნებს პასუხი გაეცეს?

 

 

 

-უნივერსიტეტს სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად შესაბამისი დაფინანსება სჭირდება. იმ შემთხევევაში, თუ გვექნება ადეკვატური ბიუჯეტი, გაძლიერდება სამენციერო კვლევების მიმართულება, რაც აუცილებლად აისახება ჩვენი უნივერსიტეტის საერთო აკადემიურ დონეზეც.



 

-სამეცნიერო კვლევების რომელი მიმართულებები უნდა გაძლიერდეს პირველ რიგში, რომ ეს პროცესი უნივერსიტეტის საერთო აკადემიურ დონეზე აისახოს?

 

 

 

-მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემს თავს მივაკუთნებ  მეცნიერების სოციალურ და ჰუმანიტარული სფეროს, მაინც დარწმუნებული ვარ , რომ ამ ეტაპზე აუცილებელია დეგრადირებული და დანგრეული, მაგრამ უაღრესად მაღალ კვალიფიცური კადრებით დაკომპლექტებული საბუნებისმეტყველო დარგების განვითარება.



-საბოლოო გადაწყვეტილებას, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და წარმომადგენლობითი საბჭო იღებენ. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ ისინი სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას?

 

 

-უნივერსიტეტის ორივე უმაღლესი ორგანოს უმეტესი წევრი საკმაოდ მაღალი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის მატარებელია. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ადამიანები უნივერსიტეტისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამავე დროს, არ შეიძლება არ გვაშფოთებდეს პოლიტიკური ძალების მხრიდან აშკარა, თუ ფარული ჩარევის მცდელობები. როგორც წინა განცხადებაში ავღნიშნეთ, ამ მცდელობებს უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების მხრიდან უკიდურესად მძაფრი რეაქცია მოჰვება.



-ხომ არ დაასახელებით? იმ პოლიტიკურ ძალებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც ცდილობენ უნივერსიტეტის შიდა საქმეებში ჩარევას.

 

 

-ამ ეტაპზე, ამ ფაქტების გაჟღერება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მაგრამ გარწმუნებთ უნივერსიტეტის კანონით განსაზღვრული ავტონომიის დარღვევის უფლებას  არც სტუდენტები და არც პროფესორები არავის მივცემთ.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016