საქართველოს პრემიერ- მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას, იმის შესახებ, რომ პანკისის ხეობაში არის ე.წ „ისლამური სახელმწიფოს" საწვრთნელი ბაზებია განლაგებული საფუძველს მოკლებულს უწოდებს და გადაცემა „პრიორიტეტში" აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება პანკისის ხეობას სრულიად აკონტროლებს.
„დღეს პრემიერ- მინისტრმა გააკეთა განცხადება ამის თაობაზე, მან აღნიშნა, რომ არანაირი საფრთხე პანკისის ხეობიდან არ მომდნარეობს ტერორიზმის თვალსაზრისით. საქართველოს მთავრობა პანკისში ვითარებას სრულად აკონტროლებს.
მოგეხსენებათ, რომ პანკისი ძალიან აქტიურად მონაწილოებს ტერორიზმის წინააღმდეგ საერთო ძალისხმევაში, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს განცხადება არ ასახავს რეალურ ვითარებას.
ოფიციალური რუსული ინფორმაციით თვითონ რუსეთიდან არის რამდენიმე ათასი ადამიანი წასული სირიაში, სადაც ისინი ტერორისტების არმიას შეუერთდნენ."- განაცხადა აბაშიძემ.
„პანკისიდან სულ რამდენიმე კაცია გასული. ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და თუკი რომელიმე მათგანი დაბრუნდება და დამტკიცდება მათი მონაწილეობა რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციაში, ბუნებრივია აღიძრება სისხლის სამართლის საქმე."- აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.