reportiori.ge - ირაკლი სესიაშვილი: დეოკუპაციასთან დაკავშირებით რუსეთთან დიალოგზე მზად ვართ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2024. 23:56
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: დეოკუპაციასთან დაკავშირებით რუსეთთან დიალოგზე მზად ვართ!
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 22:38



„ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის არჩევანს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გადახედავს",-ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.


მისივე თქმით, წითელი ხაზები უცვლელი რჩება, რომლის სადარაჯოზეც ქართველი ხალხი დგას.


როგორ წარმოგიდგენიათ, დიპლომატიური ურთიერთობა იმ ქვეყანასთან დავამყაროთ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და აღიარებული - .. დამოუკიდებელი სახელმწიფოები საქართველოს ტერიტორიაზე?! ჩვენთვის პრინციპული საკითხია დეოკუპაცია და თუ მათი მხრიდან პოლიტიკური ნება იქნება, დეოკუპაციასთან დაკავშირებით დიალოგზე მზად ვართ",-აღნიშნა სესიაშვილმა და განაცხადა, რომ რუსეთი   მეზობელი ქვეყანაა და ამ გეოგრაფიულ მოცემულობას ვერსად გავექცევით.


 

მეტ-ნაკლებად გამოსწორებული ურთიერთობა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეფუძნება. ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობა ჩვენთვის მისაღებია.

სავიზო რეჟიმის გაუქმებას რაც შეეხება, რუსეთს ამის გაკეთება ისევე დამოუკიდებლად შეუძლია, როგორც ჩვენ გავაკეთეთ. ამას რუსული მხარის კეთილი ნება სჭირდება და არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ქვეყნებს შორის პოლიტიკური უთანხმოება რიგით მოქალაქეებზე არ უნდა აისახოს",- აღნიშნა სესიაშვილმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016