reportiori.ge - ლევან კობიაშვილი: სახელმწიფოსთან მივიდე და 2 წელიწადში 3 მილიონის გამოყოფა ვთხოვო, რომ ცხადაძეს ხელფასი გადავუხადო?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:47
სპორტი
ლევან კობიაშვილი: სახელმწიფოსთან მივიდე და 2 წელიწადში 3 მილიონის გამოყოფა ვთხოვო, რომ ცხადაძეს ხელფასი გადავუხადო?!
ავტორი:
26 იანვარი, 2016. 23:00



ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით კახა ცხადაძესთან მოლაპარაკებები ძალიან ცივილურ ფორმატში მიმდინარეობდა, თუმცა ცხადაძის მოტხოვნა ფედერაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.


 

„ფეხბურთის ფედერაციას რომ ეუბნები, ფინანსური პრობლემა კი გაქვს, მაგრამ მიდი სახელმწიფოსთან და ჩემი ფული მოითხოვე, ჩემთვის მიუღებელია. როგორ წარმოგიდგენიათ, სახელმწიფოსთან მივიდე და 2 წელიწადში 3 მილიონის გამოყოფა ვთხოვო, რომ კახა ცხადაძეს ხელფასი გადავუხადო?! შედეგი თუ იქნება, მზად ვართ, დიდი თანხები გადავიხადოთ. ჩვენ კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა არ გვსურს. ყველაფერი მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაწყდეს, რისთვისაც მზად ვართ. ცხადაძესთან საუბარი გვქონდა. მისგან იყო წინადადება, რომ ზაფხულამდე ახალ გუნდს ვერ ნახავდა და გარკვეული თანხა გადაგვეხადა." - განაცხადა კობიაშვილმა და აღნიშნა, რომ ცხადაძემ სცადა ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანა.


 

„ეს იყო მიზანმიმართული კამპანია. კახა ეცადა, ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაეყვანა. თითქოს, ფედერაცია არაფერს წყვეტს, კობიაშვილს ვიღაც მიუთითებს, მის ადგილას რომელიღაც კანდიდატის მოყვანა სურთ და ა.შ. ყველაფერი იმისთვის გააკეთა, რომ ზეწოლა გარედან განეხორციელებინა და ფედერაციასთან ულტიმატუმის ენით ესაუბრა. სახელმწიფომ თანხები რომც მოგვცეს, მწვრთნელისთვის კოლოსალური თანხების გადახდა და საერთოდ, ასეთ სახელფასო სისტემაზე დარჩენა, მაინც არასწორად მიგვაჩნია."





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016