უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე გადაცემაში „პრიორიტეტი" თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის ხმაურიან განცხდებას პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ აგრამუნტმა უგულავას პოლტიპატიმარი უწოდა, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არაერთგვარვანი რეაქცია მოჰყვა.
„დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არც ერთი პოლიტპატიმარი არ არსებობს.
საკითხს ისე ვერ დავაყენებდი, რომ ჩვენ ევროპას თავი ვერ გავაცანით, გაცნობაც იურიდიულ საკითხებთან არ ის დაკავშირებული. ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ევროპელი კოლეგები იყვნენ ინფორმირებულები თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი. მაგრამ, როდესაც ერთი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები, გინდაც მეხოტბეები დავაქვათ, ახერხებენ გაიტანონ რეზოლუციები, აქ ობიექტურობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს."- აღნიშნავს ლორთქიფანიძე.