reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილმა მარიამ კოჩალაძის სავარაუდო მკვლელის დაკავების თხოვნით თურქ კოლეგას მიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:11
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა მარიამ კოჩალაძის სავარაუდო მკვლელის დაკავების თხოვნით თურქ კოლეგას მიმართა
ავტორი:
25 ივლისი, 2013. 13:40

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელის - ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როინთანის დაკავების თხოვნით თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა. ღარიბაშილის განცახადებით, თურქული მხარე ქართველ კოლეგებს აქტიურ დახმარებას უწევს სავარაუდო მკვლელის დაკავების საკითხში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეომასალა გუშინ გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს საზღვარს 16 წლის მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელი. 
ვიდეოში ჩანს, რომ ყავისფერი ზურგჩანთითა და შავი ხელჩანთით აღჭურვილი ახალგაზრდა მამაკაცი საბაჟოს თანამშრომლებს შემოწმების შემდეგ, საბუთებს ართმევს და ტერიტორიას ტოვებს. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 ივლისს ბათუმში მომხდარი, 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის გამოძიების მსვლელობისას დადგენილია სავარაუდო მკვლელის ვინაობა. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პირი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ რუინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისს, 19:22 საათზე საქართველოს ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა. აღნიშნული პირის დასაკავებლად საქმეში ინტერპოლიც ჩაერთო. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016