reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: კომპრომისისკენ გადადგმული ნაბიჯები სწორი გზაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:02
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: კომპრომისისკენ გადადგმული ნაბიჯები სწორი გზაა
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 10:39


მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მმართველობის ღია და გამჭვირვალე სისტემის შექმნის, გადაწყვეტილებების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, საქართველოს პრემიერი პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრებს განაგრძობს.



მმართველობის ღია და გამჭვირვალე სისტემის შექმნის, გადაწყვეტილებების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრებს განაგრძობს.


გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი საზოგადოების ყველა ჯგუფთან, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. პრემიერ-მინისტრი მზად არის, მოისმინოს და განიხილოს არგუმენტები, რათა გადაწყვეტილებები მიღებული იყოს მაქსიმალური ჩართულობის და მსჯელობის შედეგად. პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ინტერპარტიული ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მსგავსი დიალოგის ფორმატი გაგრძელდება.


მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყოველთვის იარსებებს თემები, რაზეც შეთანხმება ვერ მოხდება, თუმცა დიალოგის ფორმატი უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს არის კომპრომისისკენ მიმართული ერთადერთი გზა, რომელიც ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს უზრუნველყოფს.


შეხვედრების ფორმატში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა, მათ შორის, საარჩევნო სისტემის რეფორმა. ამ თემის გარშემო, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ვადების გარდა, არაერთი საკითხის განხილვა მოხდა.


პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს არის ნორმალური პროცესი და შესაძლოა მოხდეს გარკვეულ თემებზე პოლიტიკური შეთანხმება. იმავე კონტექსტში დასმული პრობლემის გადაჭრა, საარჩევნო პროცესში ე.წ. სპეციალური უბნების შექმნასთან დაკავშირებით, სწორედ მსგავსი შეთანხმებით მოხდა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა ხელისუფლების პოლიტიკური ნება და უახლოეს მომავალში სპეც.უბნების დარეგულირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტს გადაეცემა განსახილველად.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016