reportiori.ge - გია ჟორჟოლიანი: საარჩევნო კვოტებზე საუბარი ნაადრევია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:19
პოლიტიკა
გია ჟორჟოლიანი: საარჩევნო კვოტებზე საუბარი ნაადრევია
27 იანვარი, 2016. 15:16


არ არის გამორიცხული, კოალიცია „ქართულ ოცნებას" სოციალ-დემოკრატიული პარტიაც  დაემატოს. როგორ წარმოუდგენია მომავალ პარლამენტში საკუთარი თავი პარტიის ლიდერს გია ჟორჟოლიანს, ამის შესახებ ის „რეპორტიორს" ესაუბრა. „პირადად ჩემზე რა გითხრათ, მე და ჩემს პარტიას „ქართული ოცნების" მსგავსი პლატფორმა გვაქვს და ვიმედოვნებ, ვითანამშროლებთ", - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.


რაც შეეხება საარჩევნო კვოტების გადანაწილებას, მისი თქმით, ამაზე საუბარი ნაადრევია და საკითხი არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გაირკვევა. მისი თქმით, საარჩევნო კვოტების განაწილების წესზე „ქართულ ოცნებაში" ჯერ არ შეთანხმებულან, მათ შორის, არც მაჟორიტარებზე.


რაც შეეხება საარჩევნო კვოტების გაზრდის მოთხოვნას რესპუბლიკური პარტიის მხრიდან, როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, ამ საკითხზე მას ინფორმაცია არ გააჩნია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016