დღეს, 27 იანვარს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის ვადა იწურება.
20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა: - „შევჯერდით, რომ 27 იანვარი არის ბოლო ვადა, როდესაც შესაძლებელია, წარვადგინოთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა".
კრიტერიუმები, რომელიც კანდიდატს უნდა ახასიათებდეს არის - განათლება, პროფესიული გამოცდილება და პოლიტიკური მიუკერძოებლობა.
„ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპს ამ ნაწილში ჩვენ სწრაფად გავივლით, ამის შემდეგ პრეზიდენტს წარედგინება კანდიდატურები და ის დაასახელებს ერთ-ერთ მათგანს, დღეს იყო გარკვეულ კანდიდატურებზე საუბარი, თუმცა ამაზე საბოლოო ჯამში ვისაუბრებთ 27 იანვარს", - განაცხადა აბაშიშვილმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურება. ბანკის ახალი ხელმძღვანელი საბჭოს წევრებიდან უნდა შეირჩეს. ოთხი შესაძლო კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია - გიორგი ბაქრაძე, ნია შარაშიძე, არჩილ იაკობაშვილი და გიორგი ფაილოძე.