reportiori.ge - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის ვადა დღეს იწურება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:36
პოლიტიკა
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის ვადა დღეს იწურება
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 11:30


დღეს, 27 იანვარს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურების  წარდგენის ვადა იწურება.


20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა: - „შევჯერდით, რომ  27 იანვარი არის ბოლო ვადა, როდესაც შესაძლებელია,  წარვადგინოთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა".


კრიტერიუმები, რომელიც კანდიდატს უნდა ახასიათებდეს არის - განათლება, პროფესიული გამოცდილება და პოლიტიკური მიუკერძოებლობა.


„ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპს ამ ნაწილში ჩვენ  სწრაფად გავივლით, ამის შემდეგ  პრეზიდენტს წარედგინება კანდიდატურები და ის დაასახელებს ერთ-ერთ მათგანს, დღეს იყო გარკვეულ კანდიდატურებზე საუბარი, თუმცა ამაზე საბოლოო ჯამში ვისაუბრებთ 27 იანვარს", - განაცხადა აბაშიშვილმა.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურება. ბანკის ახალი ხელმძღვანელი საბჭოს წევრებიდან უნდა შეირჩეს. ოთხი შესაძლო კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია - გიორგი ბაქრაძე, ნია შარაშიძე,  არჩილ იაკობაშვილი და გიორგი ფაილოძე.  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016