reportiori.ge - ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას „ვარსკვლავი“ გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:17
კულტურა
ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას „ვარსკვლავი“ გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 12:38


საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, კინოთეატრ „რუსთაველის"  წინ ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას „ვარსკვლავი" საზეიმოდ გაიხსნა.


გუშინ ელდარ შენგელაიას 83 წელი შეუსრულდა. „ვარსკვლავის" გახსნის ცერემონიამდე, რეჟისორისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა, სადაც ნაჩვენები იყო ნაწყვეტები მისი ცნობილი კინოფილმებიდან. სუხიშვილების მონაწილეობით შესრულდა ცეკვა „ხორუმი", რის შემდეგაც ქართველმა პრიმა-ბალერინამ ნინო ანანიაშვილმა დასთან ერთად „ვარსკვლავის" წინ საბალეტო ნომერი შეასრულა.


„ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა ამ საღამოზე, აქ დედაჩემის ვარსკვლავია და მის გვერდით რომ იქნება ჩემი ვარსკვლავი, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა ყველას, ტელევიზიას, ბატონ ბიძინას, რომელიც მობრძანდა. სამწუხაროდ, მთავრობის წევრები არ იყვნენ, რაღაც სხდომა იყო, მაგრამ ამ ყველაფერს გადაიღებენ და ალბათ ყველა ნახავს ამ საღამოს. დიდი მადლობა ყველას", - განაცხადა ელდარ შენგელაიამ.


„ვარსკვლავის" საზეიმო გახსნის ცერემონიას ოჯახის წევრები, ქართველი ხელოვანები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. ღონისძიება კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის ორგანიზებით ჩატარდა.

 

„ამ პროექტის აზრი არის ის, რომ ადამიანს სიცოცხლეშივე გადავუხადოთ მადლობა. „ვარსკვლავი" მას გაუხსნა მისმა საყვარელმა მაყურებელმა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ ელდარს დაბადების დღეს", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.


ღონისძიების რეჟისორები იყვნენ გოჩა კაპანაძე და ბასა ფოცხიშვილი.


„ვარსკვლავის" გახსნას და საღამოს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. 


„ჩვენ ვართ განებივრებული დიდი რეჟისორებით, ჩემი უსაყვარლესი და გამორჩეული რეჟისორები გახლავან ელდარ შენგელაია და გია დანელია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


ელდარ შენგელაიას „ვარსკვლავი" ბიძინა ივანიშვილმა და თავად იუბილარმა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ გახსნეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016