reportiori.ge - გიორგი ახვლედიანი: პოზიტიურია, რომ პრემიერთან შეხვედრა შედგა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 03:49
პოლიტიკა
გიორგი ახვლედიანი: პოზიტიურია, რომ პრემიერთან შეხვედრა შედგა
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 13:03


„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჯერჯერობით განსაკუთრებული მოლოდინების მატარებელი არ არის. თუმცა, პოზიტიურია ის, რომ ეს შეხვედრა შედგა", - ამის შესახებ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ახვლედიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც ახვლედიანმა განმარტა, ხელისუფლებას მხოლოდ 1 კვირა აქვს დარჩენილი, რომ საშემოდგომო სესიაზე რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა მოიწვიოს და 2016 წლისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილება განიხილოს. 


„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჯერჯერობით განსაკუთრებული მოლოდინების მატარებელი არ არის. ილუზიებს არც ჩვენ ვიქმნით და არც საზოგადოებას ვუქმნით. პოზიტიურია ის, რომ ეს შეხვედრა შედგა. თუმცა, რეალურ პოზიტივზე ვისაუბრებთ მას შემდეგ, რაც დავინაცავთ, რომ თემა, რომელზეც შეხვედრა შედგა, დღის სინათლეს ნახავს და ეს ყველაფერი საქმეში აისახება. ჩვენი მთავარი მიზანია საარჩევნო სისტემის ცვლილება და ერთმანდატიანი ოლქების გაუქმება.

 

ჩვენი მოთხოვნაა საგაზაფხულო სესიამდე პარლამენტში ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც უნდა გავიდეს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, 240 000 ამომრჩევლის ხელმოწერით, რომელიც სწორედ 2016 წელს საარჩევნო სისტემის ცვლილებას გულისხმობს. ამასთან დაკავშირებით ბატონმა პრემიერმა გვითხრა, რომ უახლოეს დღეებში გაივლის კონსულტაციებს თავის გუნდთან და შემდეგ გადაწყვეტს, თუ რამდენად არის რიგგარეშე სხდომის ჩატარების პერსპექტივა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი საკითხი. თუ ეს ასე არ მოხდება, სიტუაცია გაცილებით რთული იქნება, რადგან რეგლამენტით ვეღარ მოვასწრებთ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას და დავრჩებით მხოლოდ კოდექსის შეცვლის ამარა", - განაცხადა ახვლედიანმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016