reportiori.ge - ნუგზარ კვაშალი: რადგან პრემიერი ასე ფიქრობს, ესე იგი, ასეა საჭირო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:52
პრეს-დაიჯესტი
ნუგზარ კვაშალი: რადგან პრემიერი ასე ფიქრობს, ესე იგი, ასეა საჭირო
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 13:05


რადგან პრემიერი ასე ფიქრობს, ესე იგი, ასეა საჭირო", - ასე აფასებს მომღერალი ნუგზარ კვაშალი გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას საარჩევნო სპეცუბნების გაუქმების შესახებ. როგორც კვაშალმა „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნა, პრემიერმა საარჩევნო საკითხებში მასზე მეტი იცის, ამიტომ, როგორც ჩანს, „ასეა საჭირო".

 

„ჩემი თაობის ხალხზე ძალიან ბევრმა არჩევნებმა გადაიარა. ყველა, ვინც კი არჩევნებს ატარებდა, რაღაც ახალს იტყოდა ხოლმე. ყველა ხელისუფლებას თავისი ხედვა აქვს. პრემიერი არის ძალიან კარგი პიროვნება, ღირსეული ქართველი, კარგი ოჯახის შვილი და მე მგონია, რომ მან ჩემზე მეტი მაინც იცის ამ საარჩევნო ამბებში. რადგან ასე ფიქრობს, ესე იგი" ასეა საჭირო", - განაცხადა ნუგზარ კვაშალმა.


შეგახსენებთ, სპეცუბნების გაუქმების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გუშინ არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრაზე მიიღო.




(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)



წყარო:   „რეზონანსი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016