reportiori.ge - ალექსანდრე ქანთარია: მაჟორიტარული სისტემა საქართველოს მოსახლეობის პრობლემას არ წარმოადგენს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:58
პოლიტიკა
ალექსანდრე ქანთარია: მაჟორიტარული სისტემა საქართველოს მოსახლეობის პრობლემას არ წარმოადგენს
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 13:17


ნებისმიერ თემაზე ვესაუბრებით ოპოზიციას, მაგრამ გააჩნია, რამდენად რეალური იქნება მათი მოთხოვნები",  - ამის შესახებ საპრალამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა. ქანთარიას თქმით, მაჟორიტარული სისტემა არ არის ქართველი მოსახლეობის პრობლემა და აღნიშნული სისტემის ცვლილება მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესში შედის. 

 

„კოალიცია ყოველთვის მზად იქნება ნებისმიერთან სასაუბროდ, გააჩნია, რა შედეგით დამთავრდება საუბარი. რასაც ოპოზიცია ითხოვს, - გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარება, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის პრობლემა. ეს სჭირდება მხოლოდ რამდენიმე პარტიას და დანარჩენები თემას არიან ჩამოკიდებულები. მაჟორიტარების შერჩევა დღეს არცერთ პარტიას თავისი შემადგენლობიდან არ შეუძლია. მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ. თუ მოახერხებენ ავტორიტეტული ხალხის მოძებნას, კი ბატონო. ჩვენ დავაწესეთ 50+1 პროცენტიანი ბარიერი. აუცილებელია, რომ მაჟორიტარს მაღალი ნდობა ჰქონდეს. არავითარ უსამართლობას არ აქვს ადგილი.

 

ჩვენ ვამბობთ, რომ კოალიციაში მოხდა კონსენსუსი და 2020 წლისთვის ეს სისტემა შეიცვლება. თუმცა, ისევ არის კითხვები. პირადად მე მიმაჩნია, რომ უკეთესი იქნებოდა კონსტიტუციის მიხედვით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებამდე არაფერი შეიცვალოს და მათი დაბრუნების შემდეგ გადავიდეთ ორპალატიან სისტემაზე. ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია.

 

ნებისმიერ თემაზე ვესაუბრებით ოპოზიციას, მაგრამ გააჩნია, რამდენად რეალური იქნება მათი მოთხოვნები", - განაცხადა ქანთარიამ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016