„საზოგადოებას არ ეგონოს, რომ ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება „მწვანეთა პარტიასთან" დაკავშირებით გვეწყინა ან შეურაცხყოფად მივიღეთ, პირიქით, ბერძენიშვილი რაც უფრო შეეცდება, „მწვანეთა პარტია" დაამციროს, ჩვენი რეიტინგი მით უფრო გაიზრდება", - ამის შესახებ „მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ „ასავალ-დასავალს" განუცხადა.
მისი თქმით, ბერძენიშვილი კოალიციაში „მწვანეთა პარტიის" გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, მაშინ როცა ეს პოლიტიკური ორგანიზაცია პროდასავლური ორიენტაციისაა და ინტელექტუალებით არის დაკომპლექტებული.
„ბატონ ბერძენიშვილს ვთხოვ - შეადაროს რესპუბლიკური პარტია „მწვანეთა პარტიის" გუნდს - პროფესიონალიზმითა და ინტელექტუალური რესურსით რომელი უფრო მაღალი დონის არის", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)