„ხელოვნება სიკეთისთვის!" - ამ სახელწოდების აქცია გაიმართება პარასკევს, 29 იანვარს, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. საქველმოქმედო აქციაზე მოეწყობა მწერალ კოტე კირვალიძის წიგნის „შავი ლაქა" პრეზენტაცია.
ღონისძიების ფარგლებში ოცამდე მწერალი და პოეტი შეიკრიბება საზოგადების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გაყიდიან საკუთარ საავტორო წიგნებს. შემოსული თანხა გადაირიცხება მოხუცთა თავშესაფრის მშენებლობის ფონდში.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებისთვის ცნობილი მწერლები და პოეტები - რუსა ამირეჯიბი, ნინო ამირეჯიბი, ვასო გოლეური, ანი ნოზაძე და სხვები.
საღამოს ორგნიზატორი კოტე კირვალიძე აცხადებს, რომ აქცია არ იქნება ერთჯერდი ხასიათის.
დასაწყისი 17:00 საათზე.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძიათ იხილოთ ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/events/723334581136305/