„პანკისის ხეობიდან ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა" - სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ეხმაურება და ამბობს, რომ პანკისში არავითარი საფრთხე არ არსებობს.
„ჩვენ სპეციალურდ გავაკეთეთ ის ღონისძიება, რომელიც გვქონდა პანკისში ჟურნალისტების მონაწილეობით. იმიტომ დავიარეთ ბევრი სოფელი, რომ ყველას საკუთარი თვალით ენახა, რომ თეორიულადაც კი არაფერი საფრთხის მაგვარი პანკისში არ არსებობს. პანკისი საქართველოს ისეთივე ნაწილია, როგორც სხვა წერტილი საქართველოსი, იქ აბსოლუტური სიმშვიდეა. ჩვეულებრივად მიმდინარეობს ცხოვრება, ადამიანებს ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორც სხვაგან. პროვოკაციები საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნება, ამის დასტურია ჩვენი ხელისუფლების სამწლიანი საქმიანობა. ასეთ პროვოკაციებს ვერ აწყობს ჩვენს ყვეყანაში ვერავინ და არც ხელისუფლება ჰყავს საქართველოს ისეთი, რომ რაიმე პროვოკაციას წამოეგოს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.