reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: ვაპირებთ, ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია დაიგეგმოს ყველა მიმართულებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:42
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ვაპირებთ, ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია დაიგეგმოს ყველა მიმართულებით
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 16:43


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 55-ე სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს, განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ მოქალაქეების ინფორმირების მიზნით რეგიონებში მნიშვნელოვანი კამპანიის განხორციელებას გეგმავს.



ჩვენ გვქონდა წინასწარი თათბირი იმის თაობაზე, თუ როგორ გავზარდოთ საქართველოს რეგიონებში ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ხილვადობა და სტრატეგიული კომუნიკაცია გავაძლიეროთ ამ მიმართულებით. ვაპირებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია დაიგეგმოს ყველა მიმართულებით, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ იმ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარების პროგრამების შესახებ, რომლებიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის მხრიდან სხვადასხვა მიმართულებით - ეს არის ინსტიტუციური განვითარების, საკანონმდებლო რეფორმების, თვინინგის" პროგრამები, სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამები; იცოდნენ და ჰქონდეთ ინფორმაცია, რა სიკეთეები მოაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, თუ როგორ ხდება ქვეყნის ტრანსფორმაცია იმ მიმართულებით, რომ საქართველოში ცხოვრება უკეთესი იყოს, შესაძლებლობათა სპექტრი გაფართოვდეს ნებისმიერი ადამიანისათვის, იმისთვის რომ მიიღოს უკეთესი განათლება, იმისათვის, რომ კომპანიებმა მოახდინონ ექსპორტი ევროპის ბაზრებზე და .." - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016