reportiori.ge - ლევან კობიაშვილმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე წარადგინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:04
სპორტი
ლევან კობიაშვილმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია გეგუჩაძე წარადგინა
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 16:58


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გია გეგუჩაძე ოფიციალურად წარადგინა.


კობიაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალ მწვრთნელს ახალგაზრდულ ნაკრებთან კარგი შედეგი ექნება.



„მინდა, წარმატებები ვუსურვო და მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ დათანხმდა ჩვენს წინადადებას. ასევე, მადლობას ვუხდი თბილისის დინამოს". ვფიქრობ, რომ შედეგი გვექნება. გიას აქვს დიდი გამოცდილება და დარწმუნებული ვარ ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს მოუძებნის ეროვნულ ნაკრებს", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.



გია გეგუჩაძის განცხადებით, მისთვის ამ თანამდებობის დაკავებისას ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხედვა, რომელიც აქვს ფედერაციას.



არ იყო იოლი გადაწყვეტილების მიღება. მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას ნდობის გამოცხადებისთვის. ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ მოლაპარაკებების პროცესში ის ხედვა და იმ პრობლემების გადაჭრის გზა, რომელიც აქვს ფედერაციას. ჩემთვის გამოწვევაა ამ თანამდებობაზე დანიშვნა", - განაცხადა გია გეგუჩაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016