reportiori.ge - ალექსანდრე ქანთარია: ჯანელიძესთან მიმართებაში კომპეტენცია არ მიხსენებია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:14
პოლიტიკა
ალექსანდრე ქანთარია: ჯანელიძესთან მიმართებაში კომპეტენცია არ მიხსენებია
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 17:44


საპარლამენტო უმრავლსობის წევრი ალექსანდრე ქანთარია საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას განმარტავს და „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მას ჯანელიძის კომპეტენცია არ დაუწუნებია. როგორც ქანთარია განმარტავს, მიხეილ ჯანელიძეს არ გააჩნია ის მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც, მისი თქმით, სერგეი ლავროვთან პირისპირ საუბრისთვისაა საჭირო.


„უფრო დაკვირვებით უნდა გაეცნონ ჩემს განცხადებას. მე ვთქვი და ალბათ არავისთის გამოცანა არ არის, რომ ისეთ პოლიტიკურ ვეშაპთან, როგორიც ლავროვია და ასეთ ურთულეს პოლიტიკურ თემაზე პირისპირ საუბრისას საჭიროა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანის დაჯდომა. მიხეილ ჯანელიძე არის ძალიან ნიჭიერი კაცი, ძალიან მცოდნე ადამიანი, მაგრამ ბუნებრივია, ასაკის მიხედვითაც და პრაქტიკის მიხედვითაც, მას არ გააჩნია ისეთი მრავალწლიანი გამოცდილება, რომ ასეთ მოწინააღმდეგესთან დიპლომატიურ მოედანზე დაჯდეს. ამისთვის სერიოზული მომზადება გვჭირდება.

 

ჩემს კომენტარში მე კომპეტენცია არ მიხსენებია. კომპეტენცია ცოდნას შეიცავს და მე კი გამოცდილებაზე ვსაუბრობდი", - განაცხადა ქანთარიამ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016