reportiori.ge - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ექვსი კანდიდატი დასახელდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:40
პოლიტიკა
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ექვსი კანდიდატი დასახელდა
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 18:19



საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის  მიერ ადმინისტრაციისათვის შეთავაზებული 6 კანდიდატის ვინაობა დაასახელა: გიორგი ფაილოძე, არჩილ იაკობაშვილი, გიორგი ბაქრაძე, თემურ ჭეიშვილი, კობა გვენეტაძე და მაია მელიქიძე.


როგორც გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დღესვე კანდიდატების სია გადაეგზავნება ექსპერტებსა და შერჩევის პროცესში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტები კი კანდიდატებს წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების - პროფესიული განათლების, პროფესიული კვალიფიკაციის და პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიხედვით განიხილავენ.


გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მომავალ კვირას ექსპერტების მიერ შერჩეულ კანდიდატებთან შედგება კომუნიკაცია  და კანდიდატურები, ექსპერტთა შეფასებებთან ერთად, წარედგინება პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.


ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის ღია პროცესი ექსპერტებისა და არასამთავრობოების მონაწილეობით რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უძღვებოდა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016