პოლიტიკა
EBRD საქართველოს მთავრობის რეფორმების პროგრამის განხორციელებაში ჩაერთვება
27 იანვარი, 2016. 18:27
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობის რეფორმების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD-ის დირექტორის ბრუნო ბალვანერას შეხვედრაზე აღინიშნა.
გიორგი კვირიკაშვილმა და ბრუნო ბალვანერამ საქართველოში ოთხი ძირითადი მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარების მექანიზმები განიხილეს.
შეხვედრაზე, ასევე, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება.
EBRD-ის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27