„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდიანი ირმა ინაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელს მიმართავს და მუხროვანის სპეცუბნის შესახებ წერს:
„ვაკონკრეტებ, თინიკო გამყალბებლოვას საყუადღებოდ: ქვეყანაში ყოველი არჩევნების წინ ფუნქციონირებას იწყებს უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს და სადაც წარმოდგენილია: თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლების სამინისტროც კი. ამ უწყებათაშორისი კომისიის 2015 წლის 12 ოქტომბრისა და 19 ოქტომბრის სხდომები ფაქტობრივად ეძღვნება მუხროვანის სპეცუბნის თემას, რომელსაც საჯაროდ ვაპროტესტებდი მე, ირმა ინაშვილი და ჩვენი პარტიის წარმომადგენელი,- აღნიშნულ კომისიაში.
თინიკო გამყალბებლოვას მოვუწოდებ,- იხილოს უწყებათაშორისი კომისიის სხდომის 12 ოქტომბრის #3 და 19 ოქტომბრის #4 ოქმები, რომელიც ყველასათვისაა ხელმისაწვდომი და თავად დარწმუნდება(რაც ისედაც გადასარევად იცის), რომ თავდაცვის სამინისტროსადმი მიმართვაც არა ერთი იყო და შეკითხვაც მრავალი დაისვა. მათ შორის კონკრეტულ თემაზე,- როდის მოხდა სამხედრო მოსამსახურეების დისლოკაცია, რამდენი ჯარისკაცის დისლოკაცია მოხდა და რა მიზნით. ამდენად, თინიკო გამყალბებლოვა თავისმართლების აქტიური რეჟიმის გარდა, ტყუილის ტირაჟირებითაა დაკავებული, თითქოს თავდაცვის სამინისტროსათვის არც ერთ პარტიას არ მიუმათავს და არ გამოუთხოვია ინფორმაცია,- მუხროვანის ნაწილის შესახებ. ვუმეორებ თინიკო გამყალბებლოვას: ეგ ტყუილი თვითონ მიირთვი, ხოლო შენ სქელ რქებს მე მოვუვლი..."- წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.