reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებთან ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე იმსჯელა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:20
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებთან ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე იმსჯელა
ავტორი:
27 იანვარი, 2016. 23:28



ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, აბრეშუმის გზის პროექტის განვითარება, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხები, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება, - ეს არის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად იმუშავებს.


საგარეო უწყებისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრიორიტეტებზე მინისტრთა კაბინეტის სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრეზენტაციები, უწყებების ძირითადი მიმართულებების შესახებ, მიხეილ ჯანელიძემ და დავით ბაქრაძემ გამართეს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრიორიტეტულად დაასახელა ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის ეკონომიკური კომპონენტის გაძლიერება, რაც პარტნიორ ქვეყნებთან, პოლიტიკურთან ერთად, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.


ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2016 წელს ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს - ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები; ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების კოორდინაცია; ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია; მოსახლეობასთან სტრატეგიული კომუნიკაცია, რათა მოსახლეობა ინფორმირებული იყოს იმ დახმარების პროგრამების შესახებ, რომელსაც საქართველო, სხვადასხვა მიმართულებით, ევროკავშირისგან იღებს.


გიორგი კვირიკაშვილმა მსგავსი ფორმატის შეხვედრა რამდენიმე მიმართულებით უკვე გამართა. მინისტრთა კაბინეტი ყველა უწყების პროექტების პორტფელზე ერთობლივად, სამუშაო რეჟიმში იმსჯელებს, რის შემდეგაც აქტუალური საკითხების პრიორიტეტიზაცია მოხდება.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016