reportiori.ge - თედო ჯაფარიძე: როგორც ჩანს, საქართველოში ყველა ერკვევა დიპლომატიაში, ისევე როგორც ფეხბურთში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 12:43
პოლიტიკა
თედო ჯაფარიძე: როგორც ჩანს, საქართველოში ყველა ერკვევა დიპლომატიაში, ისევე როგორც ფეხბურთში
ავტორი:
28 იანვარი, 2016. 00:34


 

„როგორც ჩანს, საქართველოში ყველა ერკვევა საგარეო ურთიერთობებში, დიპლომატიაში, ისევე როგორც ფეხბურთში", - ასეთი შეფასება გააკეთა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ  ალექსანდრე  ქანთარიას დღევანდელ მოსაზრებებზე.


დავიწყოთ იმით, რამდენად კომპეტენტურია თავად ბატონი ნუკრი ქანთარია, ასეთი შეფასებები გააკეთოს. მე მის ინტელექტს, განათლებას არ ვეხები. საუბარია იმ სფეროზე, რომლესაც დიპლომატია და საგარეო ურთიერთობები ქვია",-აღნიშნა თედო ჯაფარიძემ სტრასბურგში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.


რაც შეეხება საგარეო უწყების ხელმძღვანელ მიხეილ ჯანელიძეს, 2030.news-ის ჟურნალისტის ცნობით, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ჯანელიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს მმართველმა კოალიციამ, პარლამენტმა და მისი პროფესიონალიზმი, კომპეტენცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.


 „საქართველოში, როგორც ჩანსყველა ერკვევა საგარეო პოლიტიკაში, დიპლომატიაში, ისვე როგორც ფეხბურთშიმაგრამ საგარეო ურთიერთობები ფაქიზი სფეროა, განსაკუთრებითჩვენ ურთიერთობა, თუ ურთიერთობების არასებობა რუსეთთან",-აღნიშნა ჯაფარიძემ.


მისივე თქმით, ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა  ლავროვთან, პუტინთანაც, მაგრამ დღეს მოლაპარაკებების გამართვა მის კომპეტენციაში არ შედის.


ამასთან, თედო ჯაფარიძის აზრით, ლავროვთან შეხვედრას მაშინ აქვს აზრი, თუ რეალურად არსებული პრობლემები მოგვარდება. 


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმაალექსანდრე  ქანთარიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს სერგეი ლავროვთან შეხვედრისთის კომპეტენცია არ ეყოფა. მისივე აზრით, ამის კომპეტენცია თედო ჯაფარიძეს აქვს.


ქართველ კოლეგასთან შეხვედრისთვის მზადყოფნის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა.



წყარო 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016